"ბარსელონას" მწვრთნელობაზე თანახმა მხოლოდ "რეალის" ყოფილი ფეხბურთელია

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მწვრთნელს, რონალდ კუმანს 2 ოქტომბერს "ატლეტიკოსთან" ნამატჩევს მიუთითებს კარისაკენ და ახლავე ეძებს მის შემცვლელს. სახელდება სხვადასხვა კანდიდატურები.

"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი მარია რიჩი იტყობინება, რომ "ბარსელონას" იტალიელი ანტონიო კონტეს მიწვევა სურდა, მაგრამ საამისო სახსრები არ გააჩნია.

იყო საუბრები "რივერ პლეიტის" თავკაცზე, მარსელო გალიარდოზე, თუმცა მან თქვა, რომ არც არავინ დაკავშირებია და რომც დაუკავშირდნენ, არსად წამსვლელი არაა.

დაახლოებით იგივე ბრძანა ბელგიის ნაკრების დამრიგებელმა რობერტო მარტინესმა, ოღონდ დასძინა, რომ ფეხბურთში არავინ იცის, რა მოხდება ხვალ.

მხოლოდ "რეალის" ყოფილი
ფეხბურთელი, 44 წლის გუტია თანხმა. აი, რა განუცხადა მან As-ს: "რატომაც არა? მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ წარმატებული ფეხბურთელის კარიერის გარდა, იმის უნარიც გამაჩნია, წარმატებული მწვრთნელი ვიყო".

გუტი სეგუნდას "ალმერიას" ედგა სათავეში, მუშაობდა "რეალის" სისტემაში, იყო "ბეშიქთაშის" მწვრთნელის თანაშემწე, 2020 წლის ზაფხულის შემდეგ კი დროებით უმუშევარია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი, რა დღეში ჩააგდეს, ერთ დროს, მსოფლიოს ნომერი პირველი გუნდი? ბართომეუ, ხომ ვიცით რა ინტრიგანიც იყო, მაგრამ უარესი ეს ლაპორტაც, რომ გამოდგა? ვინც არ უნდა მოიყვანონ კუმანის მერე, შეიძლება ის უფრო უარესი გამოდგეს. მოვლენ, მაგარ მაყუთს მოტეხავენ და ჯიბე გასქელებულები მიდიან. არ ვიცი რა ეშველება ამ მდგომარეობას.
0
რეალის ყოველი ფეხბურთელის ოცნება,ბარსელონას დასამარება იყო.გუტიმაც შეიძლება თავი გაწიროს და ბარსაც,მოუსავლეთის გზას გაუყენოს.
სოსო
00:31 02-10-2021
2

myquiz
სიახლეები პოპულარული