მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ "სამეფო კლუბის" ყოფილ თავკაც, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
"მე ჩემს თავს ზინედინ ზიდანს ვერასდროს შევადარებ, ვერ ვიტყვი, რომ ისევე ვთამაშობ, როგორც ამას "ზიზუ" აკეთებდა. მე მასსა და რონალდოს დიდ პატივს ვცემ, მათგან მხოლოდ შემიძლია ვისწავლო რასაც ისინი აკეთბდნენ. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ, ზიდანი ყოველთვის მზადაა დამეხმაროს. არასდროს შემადაროთ მას, ჩვენ თანასწორები არ ვართ" - ციტირებს L'Equipe კარიმის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ბენზემა "ბლანკოსში" "ლიონიდან" 2009 წელს გადავიდა. ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საწყის 7 შეხვედრაში
ფრანგმა თავი 8 გოლითა და 7 ასისტით გამოიჩინა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით