Bild-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ავსტრიული "ზალცბურგის" 18 წლის ფორვარდ ბენიამ შეშკოთი ინტერესდება.
193 სმ სიმაღლის სლოვენიელი ავსტრიის ჩემპიონის ძირითად რიგებში პირველ სეზონს ატარებს, ბუნდესლიგაში 3 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი ჯერ მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.
"რეალისთვის" კონკურენციის გაწევას მიუნხენის "ბაიერნი", "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" აპირებენ.