
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს კონტრაქტი შესთავაზა, - იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა "ტვიტერით".
სკირას მტკიცებით, "რეალს" სურს მბაპე ზაფხულში თავისუფალი აგენის სტატუსით ჩაიგდოს ხელში, ხოლო პერესმა ექვსწლიანი ხელშეკრულება და წლიურ გასამრჯელოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
პსჟ-ს არ უნდა მბაპეს გაშვება და კიდევ ერთხელ შეეცდება მის გადარწმუნებას.
ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 9 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პსჟ-ს არ უნდა მბაპეს გაშვება და კიდევ ერთხელ შეეცდება მის გადარწმუნებას.
ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 9 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.