"ბარსელონამ" პედრის კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" 18 წლის ნახევარმცველ პედრისთან თანამშრომლობა გაახანგრძლივა.

პედრის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელეს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 1 მილიარდი ევრო იქნება.

კატალონიური კლუბი ამის შესახებ ოფიციალურად 15 ოქტომბერს გამოაცხადებს.

პედრიმ გასულ სეზონში "ბარსაში" ყველა ტურნირზე 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად ესპანეთის თასი მოიგო.