"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს აბსოლუტური ნდობა გამოუცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდელი დაკავებულ თანამდებობას "ელ კლასიკოში" მარცხის შემთხვევაშიც შეინარჩუნებს.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი თავად კუმანმაც გააკეთა, რომელმაც პრეზიდენტის ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ შეეცდება, ნდობა კარგი მუშაობით გაამართლოს.
შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით