"რეალმა" "ბარსელონა" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-10 ტურში "რეალმა"გასვლაზე "ბარსელონა"2:1 დაამარცხა.

მატჩის წინ "ბარსელონას"პრეზიდენტმა ლაპორტამ განაცხადა, რომ კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და "რეალის"პრეზიდენტ პერესთან ერთად ისადილა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა ალაბას გოლით 1:0 მოიგეს, რომელმაც "რეალში"პირველი გოლი გაიტანა, მასპინძლებს კი კურტუას კარში ბურთი არ დაურტყამთ. მეორე ტაიმში "ბარსელონა"ამაოდ ცდილობდა მატჩის გადარჩენას, კომპენსირებულ დროში ვასკესმა სწრაფი კონტრშეტევისას დაამწუხრა ტერ შტეგენი, ხოლო ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ აგუერომ კატალონიურ გუნდში სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

"ბლანკოსმა""ბარსა"ელ კლასიკოში ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა, 20 ქულით ლიდერია და 27 ოქტომბერს "ოსასუნას"უმასპინძლებს, ხოლო 15
ქულით მერვე პოზიციაზე მყოფი "ბარსელონა"იმავე დღეს სტუმრად "რაიო ვალეკანოს"დაუპირისპირდება.

ბარსელონა. “ნოუ კამპი“
ბარსელონა - რეალი 1:2
გოლები: 0:1 ალაბა (32), 0:2 ვასკესი (90+4), 1:2 აგუერო (90+7)

- "ბარსელონას"17 წლის ნახევარმცველი გავი XXI საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ელ კლასიკოში სასტარტოში იყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლაპორტა, შეეშვი ამ პერესთან ერთად სადილობანას თამაშს. ამხელა კაცი ვერა ხვდები, რომ ეს ბებერი მელა მაგრად გიყენებს? ესე ისადილეთ ერთად მაფიოზებმა და მანდ გადაწყვიტეთ მესის გაშვება.
ეს სადილობანა, ცუდად გვაქვს დაცდილი, ბარსას გულშემატკივრებს.
25 ოქტომბერი 2021 11:09
8
ეს კუმანი ნელ-ნელა ასამარებს ბარსას...
REAL MADRID
25 ოქტომბერი 2021 10:45
1
რეალს 5 ქულით ჩამორჩება და ეს ამოქაჩვადია.არ ვიცი, რამდენად ამოქაჩვადია ბარსელონას გაჭირვება
სოსო
24 ოქტომბერი 2021 21:18
1
ლაპორტ! ლეო მესი, როგორ გაიმეტე? ეხლა მაინც აღიარე, რომ უდიდესი დანაშაული ჩაიდინე ლეოს წინაშე. ლეოს მერე გუნდი მორღვეულია.
გია
24 ოქტომბერი 2021 20:53
9
რა დანაშაული??? ვინმემ გააგდო მესი?
დავით
29 ოქტომბერი 2021 07:36
0

სიახლეები პოპულარული