"ელ კლასიკოში" 1:2 დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანს გულშემატკივრები დაუხვდნენ, როდესაც ის საკუთარი ავტომობილით ტოვებდა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას.
ფანები მანქანას გარს შემოერტყნენ, ხელებს ურტყამდნენ და წაგების გამო ხმამაღლა გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. კუმანმა თავის დაღწევა მოახერხა.
კლუბმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, ქომაგთა საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მსგავსი ინციდენტი არ განმეორდეს, ზომებს მიიღებს.
კლუბმა ამასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, ქომაგთა საქციელი დაგმო და აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა მსგავსი ინციდენტი არ განმეორდეს, ზომებს მიიღებს.