კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავი ანსუ ფატი ტრავმირებულია. შეგახსენებთ, ესპანელმა თინეიჯერმა მარცხენა ფეხზე უმძიმესი დაზიანების გამო 300 დღეზე მეტი გამოტოვა... ახლა კი, როგორც ჩანს, ამ ტრავმამ ანსუს თავი კვლავ შეახსენა...
აქედან გამომდინარე, შემტევი ლა ლიგის მე-11 ტურის მატჩს, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერები" "რაიო ვალეკანოსთან" გამართავს, გამოტოვებს. ფატის გარდა, გუნდს რონალდ არაუხო, ფრენკი დე იონგი, მარტინ ბრაიტვეიტი და პედრი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშაა უსმან დემბელესა და ჟერარდ პიკეს თამაშიც.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით