ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემების ცნობით, თბილისის "დინამოს" ყოფილი დამრიგებელი ჩისკო სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "უესკას" მთავარ მწვრთნელად ინიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ოფიციალურად ინფორმაცია შესაძლოა, დღესაც დადასტურდეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩისკო "უოტფორდს" ავარჯიშებდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს და მის ნაცვლად კლაუდიო რანიერი დანიშნეს.

რაც შეეხება "უესკას", გუნდი გასულ წელს ლა ლიგაში ასპარეზობდა, საიდანაც გავარდა და სეგუნდა დივიზიონის 12 ტურის შემდგომ ახლა მე-12 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული