დეპაიმ პენალტი გააცუდა - "ბარსელონა" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონა" გასვლაზე "რაიო ვალეკანოსთან" 0:1 დამარცხდა.

აგუერომ პირველად დაიწყო თამაში "ბარსას" სასტარტოში. მწვრთნელმა კუმანმა ძირითადში აგრეთვე კოუტინიო დააყენა. მასპინძლები 30-ე წუთზე ფალკაომ დააწინაურა. 71-ე წუთზე დეპაიმ პენალტი მოიპოვა, თავადვე შეასრულა, მაგრამ მეკარე დიმიტრიევსკიმ მისი დარტყმული მოიგერია.

"ბარსელონამ" პრიმერაზე ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო და უკანასკნელი 10 თერთმეტმეტრიანიდან 5 ვერ გაიტანა.

"ბარსელონა", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 15 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ოქტომბერს "ალავესს" უმასპინძლებს.

მადრიდი."კამპო დე ვალეკასი"
რაიო ვალეკანო - ბარსელონა 1:0
გოლი: ფალკაო
(30)
გამოუყენებელი პენალტი: დეპაი (72)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაპორტას მიერ დიდი რიხით გამოცხადებული, ახალი ერის, სამარცხვინო ფიასკო.
0

სიახლეები პოპულარული