ესპანური მედიის მტკიცებით, ხავი 3 ნოემბერს გაწყვეტს "ალ სადთან" კონტრაქტს და 6 ნოემბერს "სელტასთან" მატჩში უკვე "ბარსელონას" მწვრთნელი იქნება. ხელშეკრულების გაწყვეტის სანაცვლოდ "ბარსამ" კატარულ კლუბს 1 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა და იმედი აქვთ, რომ მწვრთნელს უფასოდ გაუშვებენ, - იტყობინება RAC1.
"ბარსელონას" რონალდ კუმანისა და მისი სამწვრთნელო შტაბისთვის თანამშრომლობის ნაადრევად დასრულების გამო 16 მილიონის გადახდა მოუწევს. კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ნიდერლანდელი ადრე უნდა გადაეყენებინათ და ეს მისი შეცდომაა.
ლაპორტას თქმით, ყოველთვის დარწმუნებული იყო,
რომ ერთხელაც ხავი "ბარსელონას" ჩაიბარებს, ის ამით ცხოვრობს და ამაზეა მიზანდასახული, მას ეკონტაქტება, თუმცა, ვინაიდან დეტალების გამხელამ შესაძლოა, საქმეს ავნოს, ჯერჯერობით არაფერს არ იტყვის.