გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერი - სილესენს აკრიტიკებენ

AutoSharing Option
ესპანური deportevalenciano "ღამურების" მეკარეზე, იასპერ სილესენზე სტატიას გვთავაზობს, სადაც ნიდერლანდელი კიპერის ტრანსფერს "ვალენსიას" ისტორიაში ყველაზე ნაკლებსარგებლიანს უწოდებს.

"იასპერ სილესენი "ვალენსიის" ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 34 მილიონი ევრო დაჯდა. შეგახსენეთ, "ღამურებმა" და "ბარსელონამ" ნეტო და იასპერი ერთმანეთში გაცვალეს. ორი წლის გასვლის შემდეგ სილესენის მოღვაწეობა არადამაკმაყოფილებელია, უამრავი ტრავმა და ჩაგდებული შეხვედრა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვალენსიური კლუბის ძირითადი მეკარის ადგილი გარანტირებულიც კი არ ჰქონია.

მიმდინარე სეზონის სტარტზე ნიდერლანდელი კარის მცველის ტრავმის გამო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე ბორდალასმა შანსი ახალგაზრდა
ქართველს, გიორგი მამარდაშვილს მისცა, რომელმაც მეტ-ნაკლებად მშვენიერი შეხვედრები გამართა, ბოლოს კი ჩაგდებული თამაშებისა და რამდენიმე შეცდომის შემდეგ მისი ადგილი იასპერმა დაიკავა. რეალურად, რომ ვთქვათ, გუნდის შეტევით ფაზაში მეკარე არ მონაწილეობს, მაგრამ ფაქტი ერთია, "ღამურებს" მოგება უჭირს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტზე გარკვეული პასუხისმგებლობა ნებისმიერ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს ეკისრება.

ძირითად თერთმეტეულში დაბრუნების შემდეგ სილესენმა "ვალენსია" არაერთ ეპიზოდში აშკარა გოლისგან გადაარჩინა, თუმცა მოკლედ რომ ვთქვათ, სატრანსფერო კუთხით ნიდერლანდელი მეკარის ტრანსფერი გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდ შენაძენად ითვლება" - წერს გამოცემა.

ესპანური გუნდი 12 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს.

altAS: მამარდაშვილის მოულოდნელი "აფეთქება" - ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვითარება ქართველის სასარგებლოდ შეიცვალოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
სილესენს კლასი არა აქვსო,ვერა კაცი ვერ იტყვის.ეგ გაზეთი ტრავმიანობას უფრო ედავება,მაგრამ ტრავმებისაგან არავინაა დაზღვეული.სწორედ ამას ჩივიან,რომ არ გაუმართლათ და ასე ხშირად ტრავმირებულში, ამდენი თანხა გადაიხადეს.
სოსო
16:18 03-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული