ხავიმ ლაპორტას სია ჩამოუწერა - პრეზენტაცია ორშაბათს ჩატარდება

AutoSharing Option
ხავის დაბრუნებაზე "ბარსელონა" "ალ სადთან" მოლაპარაკებას აწარმოებს და ხშირად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

AS-ი ირწმუნება, რომ ყატარულმა კლუბმა გადაიფიქრა და ხავის კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხას, 1 მილიონ ევროს მოითხოვს. "ალ სადი" უკმაყოფილოა იმის გამო, რომ მათთან მოლაპარაკებაზე "ბარსას" პრეზიდენტი ჟონ ლაპორტა არ ჩავა და ვიცე-პრეზიდენტ რაფა იესტესა და სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანის გააგზავნის. ისინი მოითხოვენ, ოფიციალური წინადადებით პირადად ლაპორტამ მიმართოს.

ხავის კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მწვრთნელს თავიდანვე დაჰპირდნენ, რომ გაუშვებენ, თუ წინადადებით რომელიმე ტოპ-კლუბი მიმართავს.

Sky Sport-ის
ჟურნალისტი მატეო მორეტო კი ამტკიცებს, რომ "ბარსელონა" ხავის კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს და პრეზენტაცია 8 ნოემბერს გაიმართება.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ხავის მშობლიურ კლუბში იმაზე ნაკლები ხელფასი ექნება, ვიდრე "ალ სადში" აქვს და ანაზღაურებას გუნდის შედეგების მიხედვით მიიღებს.

El Nacional-ი იტყობინება, რომ ხავის სურს გუნდში ერლინ ჰოლანი (დორტმუნდი), პოლ პოგბა (მანჩესტერი), დანი ოლმო (ლაიპციგი) და ჟიულ კუნდე (სევილია) ჰყავდეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხავი დიდი ფეხბურთელი იყო მაგრამ არაბეთში საწვრთვნელო წარმატება სხვაა და ევროპაში გაქაჩავს?
ამაშია საქმე
12:21 04-11-2021
0
ყველას რა ჯობია იცით, ბარსა მიეყიდოს მაგ "ალ საედს" გადაკეთდეს ალ საედ ბარსელონად და ვალებსაც გაისტუმრებს არაბები, მესის ნეიმარითურთ დაიბრუნებს და ტოპ სტატუსსაც წამში დაიბრუნებს.დდდდდდდდდ
2

სიახლეები პოპულარული