ხავი და კუმანი - "ბარსელონასადმი" განსხვავებული დამოკიდებულება და ფინანსები

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" "ალ სადს" ხავის კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს გადაუხდის, არ გამოდგა სწორი. ჟურნალისტი მოჰამედ ალ კააბი "ტვიტერით" იტყობინება, რომ ამ თანხას ხავი თავად დაფარავს.

ხავის კარგა ხანია ეპატიჟებოდნენ "ბარსას" ჩასაბარებლად, მაგრამ ფეხს ითრევდა და როგორც იქნა გადაწყვიტა. მან თქვა, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნება ამაღელვებელი იქნება.

დიდი ფეხბურთელობა დიდი მწვრთნელობის გარანტი არ არის და ძნელია კატარში მუშაობის მიხედვით იმის განსაზღვრა, რა დონის სპეციალისტია ის, კრიტიკულ მომენტში მიდის კატალონიურ გუნდში და მიდის დიდი რისკით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში
გამართლებულ ნაბიჯს დგამს, ვინაიდან უზარმაზარი ავტორიტეტია და თანაც, ის ამ გუნდის კაცია, იცნობს ჩინებულად და მის სათამაშო სტილს მიესადაგება. ხავის უდიდესი მხარდაჭერა ექნება.

მისმა წინამორბედმა რონალდ კუმანმა კი გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, ვერც როგორც სპეციალისტმა და ვერც როგორც პიროვნებამ თავისი რთული ხასიათის გამო. ხელშეკრულების გაწვეტის გამო ნიდერლანდელს 12 მილიონი ევრო ერგება (პლუს 4 მილიონი მის თანაშემწეებს) და "ბარსამ" 7.5 მილიონი სამ ტრანშად შესთავაზა, თუმცა უარი უთხრა. ის 12 მილიონს ფეხს არ უცვლის, ერთად უნდა მიიღოს და თან ბონუსები გასული სეზონისთვის.

ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ცნობით, კატალონიელები 12 მილიონის გადახდას არ აპირებენ და მხარეები მოლაპარაკებას გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული