ხავი "ალ სადს" თვალცრემლიანი დაემშვიდობა - "ბარსაში" ახალი ერა იწყება

AutoSharing Option
ხავიმ "ალ სადთან" კონტრაქტი გაწყვიტა და უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, კატარულ კლუბს ის 2.5 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ამდენივეს "ბარსელონა".

"ალ სადმა" ხავის გამოსამშვიდობებელი სადილი გაუმართა და მწვრთნელი გუნდს თვალცრემლიანი დაემშვიდობა. ის "ალ სადში" 4 წელი თამაშობდა, კიდევ 3 წელი კი მისი თავკაცი იყო.

"ბარსამ" ხავის მოლაპარაკებებში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, მისმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი განაცხადა, რომ ხელშეკრულების გასაფორმებლად ყველაფერი მზადაა.

ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა" საიჯარო კონტრაქტს გაუწყვეტს თავდამსხმელ ლიუკ დე იონგს, რომლის მიწვევის ინიციატორი გუნდის ყოფილი მწვრთნელი რონალდ კუმანი იყო.
დე იონგს "სევილიაში" მოუწევს დაბრუნება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერა არა ბერა. არაფერი არ გამოუვა. ბარსელონა ჩასაძირად ემზადება. მაგას მინიმუმ ათი წელი, არაფერი ეშველება
სტალინი
21:58 06-11-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული