ლაპორტამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალწვეულების რაოდენობა დაასახელა - გამოიკვეთა პრიორიტეტი პოზიციაც

AutoSharing Option
"ბარსელონაში" განახლება მიმდინარეობს, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი, ხავი დაინიშნა.

სადილის დროს ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი ახალ ფორვარდს დაიმატებს. ამ ყველაფრის მიზეზი კი სერხიო აგუეროს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. შეგახსენებთ, არგენტინელი მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს.

"ლურჯ-ბროწეულისფერების" ხელმძღვანელის თქმით, ისინი უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ სამ ახალ ფეხბურთელს გაიფორმებენ.

ესპანელი სპეციალისტი კატალონიელებს ამ კვირაში შეუერთდება, გავრცელებული ინფორმაციის სახით კი ექს ნახევარმცველი ხელშეკრულებას 2023/24 წლის სეზონის დასრულებამდე გაავრცელებს.

ჯერ-ჯერობით ვინაობა ცნობილი არაა, თუმცა რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "ბლაუგრანას" სახელს
"მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, რაჰიმ სტერლინგს უკავშირებენ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რახიმ სტერლინგი კი არა ამათ მამა ზეციერი ვერ უშველის
მამუკა
07:20 07-11-2021
2
ამ კაცს, რომ შევხედავ, ერთადერთი რაც თავში მომდის არის: ფუ, ფუ და კიდევ ფუ.
მომღიმარი მელა.
20:29 06-11-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული