ხავი: ყველაფერი დაკარგული უნდა გადავარჩინოთ

AutoSharing Option
"კამპ ნოუზე" ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ "ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში თავის მართლებას არ დაიწყებს:

"აქ მომზადებული მოვედი. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გვმართებს, ბურთის ფლობა, მომენტების შექმნა და ინტენსიურად თამაში. ჩვენი მისიაა - გადავარჩინოთ ყველაფერი, რაც დაკარგულია.

დასაწყისისთვის ახალი წესები გვჭირდება. ისინი მკაცრი იქნება. ეს სიმკაცრის კი არა, ნორმის საკითხია. როდესაც ჩვენთან გასახდელში ნორმა არსებობდა, ყველაფერი კარგად მიდიოდა; როცა ეს არ იყო, პრობლემები იწყებოდა. ასე რომ, წესრიგი აუცილებელია. პროფესიონალები უნდა ვიყოთ.

მოლოდინი და მოთხოვნა უმაღლესია. ჩვენ არ მოვიგონებთ
თავის მართლებას და მათ მიღებას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ მესისთან გადი მოლაპარაკებაზე ჯობია, მაგ გაიძვერა დეგენერატ ლაპორტას არ აყვე, თორე დაიკარგები.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული