დღეს ხავი ოფიციალურად გახდა "ბარსელონას" მწვრთნელი. "კამპ ნოუზე" მის პრეზენტაციას 9 422 მაყურებელი დაესწრო და კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მოედანზე გაუფორმა კონტრაქტი.
გულშემატკივრები ჯერ ხავის მიესალმნენ, შემდეგ კი პსჟ-ის შეურაცხყოფა დაიწყეს. ისინი სკანდირებდნენ: "Puta PSG, PSG Puta" ("ბოზია პსჟ", "პსჟ ბოზია").
შეგახსენებთ, ამ ზაფხულს "ბარსადან" პარიზულ გუნდში ლეო მესი, ხოლო 2017 წელს ნეიმარი გადავიდა.