"ბარსელონა" დემბელეს გამომუშავებაზე გადაიყვანს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნახევარმცველ უსმან დემბელეს კონტრაქტის განსაკუთრებულ ფორმულაზე მუშაობს.

კატალონიური კლუბი დემბელეს ისეთი წინადადებით მიმართავს, რომელიც რთულ ფინანსურ სიტუაციაში მყოფი კლუბისთვის მომგებიანი, თავად ფეხბურთელისთვის კი მიმზიდველი იქნება.

ახალი შეთანხმების მიხედვით, ის გასამრჯელოს მოედანზე გატარებული დროის მიხედვით მიიღებს. ეს იდეა კლუბის დირექტორ მატეუ ალემანის ეკუთვნის.

თუ დემბელე ბონუსებს გაააქტიურებს, იმაზე მაღალი ანაზღაურება ექნება, ვიდრე ახლა აქვს.

ამ სეზონში მას ტრავმების გამო ლა ლიგაში არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული