ოფიციალურად - დანი ალვეში "ბარსელონაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
38 წლის მცველი დანი ალვეში "ბარსელონაში" დაბრუნდა, - ამის შესახებ კატალონიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

"ბარსელონამ" ბრაზილიელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა, გუნდში ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს, თამაშის უფლება კი ნაახალწლევს ექნება.

დანი ალვეში "ბარსაში" 2008-2016 წლებში თამაშობდა, მის შემადგენლობაში 23 ტიტული მოიგო, ბოლოს კი "სან-პაულუში" ასპარეზობდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რომარიო და რივალდოც გვინდა! გვარდიოლა და ლუის ენრიკეც დააბრუნეთ, ნახევარდაცვას გააძლიერებენ..
ალექსა
22:53 13-11-2021
1
ჩავი! ზლატანი, ბუფონიც, დაიმატე.
baras
16:35 13-11-2021
2

სიახლეები პოპულარული