მადრიდის "რეალს" "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ლიდერის, პოლ პოგბას გადაბირება სურს.
ესპანური Marca-ს თქმით, "ბლანკოსი" 28 წლის ნახევარმცველს პირადად შეხვდება და გაესაუბრება.
აღსანიშნავია, რომ პოლს "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ყველაფერი თუ პერესის გეგმის მიხედვით წავა, პოგბა მადრიდში უფასოდ მომდევნო ზაფხულს გადაბარდგება.
მომზადებულია sports-ის მიხედვით