"ბარსელონა" "აიაქსის" მცველის მუქთად ხელში ჩაგდებას შეეცდება

AutoSharing Option
"აიაქსის" მარჯვენა მცველი ნუსაირ მაზრაუი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მის ხელში ჩაგდებას არაერთი კლუბი შეეცდება.

24 წლის მაროკოელს "ბარსელონა" ყურადღებით აკვირდება და მისი თამაშის სანახავად ამსტერდამში კატალონიური კლუბის აგენტები იყვნენ ჩასული. მაზრაუიმ სკაუტებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

მაზრაუის სამსახურით აგრეთვე "რეალი", "მანჩესტერ სიტი", "არსენალი", "ლიდსი" და "ბრაიტონი" არიან დაინტერესებული.

ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე "აიაქსში" 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული