როდესაც გუნდი ასე გიყვარს - ცნობილი გახდა დანი ალვეშის მიზერული ხელფასის ოდენობა

AutoSharing Option
2016 წელს "ბარსელონადან" გაშვებული მცველი დანი ალვეში უკან 38 წლის ასაკში დაბრუნდა. ფეხბურთელის ასაკის გამო ტრანსფერის წინააღმდეგი იყო კლუბის ხელმძღვანელობა, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა ხავიმ თავისი გაიტანა და ბრაზილიელს სეზონის ბოლომდე კონტრაქტი გაუფორმეს. ის არაორდინალური ფეხბურთელია და გასაკვირი არ იქნება, თუ გუნდს დაეხმარება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "ბარსა" ძალიან უყვარს და როგორც თქვა, მზად იყო უფასოდ ეთამაშა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანი "ბარსელონაში" ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება, ახლა კი "მარკა" იტყობინება, რომ წელიწადში 155 ათას ევროს მიიღებს - ეს ლა ლიგაში
ყველაზე დაბალი გასამრჯელოა და ამაზე ნაკლების გადახდის უფლება პროფესიონალი ფეხბურთელისთვის არც ერთ კლუბს არ აქვს.

ხავიმ თქვა, რომ შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელეს, ბრაზილიელი არაჩვეულებრივია, გუნდს ძალიან ეხმარება, კარგ ატმოსფეროს ქმნის, კარგ ფორმაშია და წუხს, რომ რეგლამენტის გამო იანვრამდე ვერ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ აფასებს ბარსელონა ტავის ლეგენდებს.ალვეში კიდევ ძალიან მაგარი კაცია!!!
გეგი
15:28 20-11-2021
1
აი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და ერთგული კაცი.
ასა
13:13 20-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული