"ბარსელონამ" ხავის სადებიუტო მატჩში რის ვაივაგლახით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-14 ტურში "ბარსელონამ", რომელსაც პირველად უხელმძღვანელა ახალმა მწვრთნელმა ხავიმ, საკუთარ მოედანზე "ესპანიოლი" 1:0 დაამარცხა.

ხავიმ სასტარტოში 17 წლის მაროკოელი ნახევარმცველი ილიას აჰომაში დააყენა, რომელიც დუბლებში თამაშობს, პირველ გუნდში კი ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო და პირველი ტაიმის შემდეგ 19 წლის თანამემამულე ეზალზულიმ შეცვალა. პირველ ტაიმში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, ლამაზად თამაშობდნენ, ანგარიში კი შესვენების შემდეგ პენალტით დეპაიმ გახსნა. "ესპანიოლი" სახიფათოდ უტევდა, დე ტომასმა ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, დიმატამ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს და "ბარსამ" გაჭირვებით მოიგო.

"ბარსელონა" 20
ქულით მე-6 ადგილზეა და 28 ნოემბერს მორიგ ტურში სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" უმასპინძლებს.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 74 418 მაყურებელი
ბარსელონა - ესპანიოლი
გოლი: დეპაი (47, პენ)

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ხავის!!!
tngh
14:28 21-11-2021
2
ბარსელონას მხრიდან,სანახევროდ საბავშვო ბაღი თამაშობდა და პირველ ტაიმში,იმ ძველი ბარსელონას სათამაშო სტილს,საკმაოდ ხშირადაც გვაგონებდა.ეგ არის,რომ დამაგვირგვინებელ დარტყმებში ძალიან სცოდავდნენ.არც საკვირველია,ახალ,ლეგენდარულ ფეხბურთელს,რომ ნახავ გუნდში და ის შენ გენდობა,რა თქმა უნდა ძალიან ეცდები,ამას კი დაძაბულობა და შეცდომები მოსდევს.ამ ბიჭებს გვერდით მესი რომ ჰყოლოდათ,ორ წელიწადში უკვე დაიქუხებდნენ.ახლა კი,ხავის იმედი ვიქონიოთ.თუ შესძლეს და ეს ბიჭები შეინარჩუნეს,ძალიან პერსპექტიული გუნდი შეიკრიბა,რომელსაც დრო და წერტილოვანი გაძლიერება სჭირდება,დაცვაში.მცირე ასაკის გამო,ბიჭები დატვირთვას ვერ უძლებენ და ხშირია ტრავმები,ამიტომ ბირთვის გაფართოებაზეც უნდა იმუშაონ.სხვანაირად არაფერი გამოვა.აგუეროს წასვლაც ძალიან დააზარალებს ახალგაზრდულ გუნდს.ისე,დაიქუხებენ მეთქი და უკვე ახლავე,ესპანეთის ნაკრებში,ზოგიერთი,სასტარტოში თამაშობენ.ასე რომ უკვე ახლავე ელავენ.
სოსო
13:20 21-11-2021
2

სიახლეები პოპულარული