ხავიმ სასტარტოში 17 წლის მაროკოელი ნახევარმცველი ილიას აჰომაში დააყენა, რომელიც დუბლებში თამაშობს, პირველ გუნდში კი ეს მისი სადებიუტო შეხვედრა იყო და პირველი ტაიმის შემდეგ 19 წლის თანამემამულე ეზალზულიმ შეცვალა. პირველ ტაიმში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, ლამაზად თამაშობდნენ, ანგარიში კი შესვენების შემდეგ პენალტით დეპაიმ გახსნა. "ესპანიოლი" სახიფათოდ უტევდა, დე ტომასმა ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს, დიმატამ ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს და "ბარსამ" გაჭირვებით მოიგო.
"ბარსელონა" 20 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 ნოემბერს მორიგ ტურში სტუმრად "ვილიარეალს" დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკას" უმასპინძლებს.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 74 418 მაყურებელი
ბარსელონა - ესპანიოლი
გოლი: დეპაი (47, პენ)