ლა ლიგის მე-14 ტურში მადრიდის "რეალი" "გრანადას" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა, მარკო ასენსიოსა (19) და ნაჩო ფერნანდესის (25) გოლებს ლუის ხავიერ სუარესმა (34) უპასუხა.
მეორე ნახევარში ვინისიუსმა (56) სხვაობა ორბურთიანი გახადა, ფერლან მენდიმ კი 76-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, "ბლანკოსი" 30 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს.
"გრანადა" 11 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს 27 ნოემბერს "ატლეტიკთან" გამართავს.
"სევილიამ" ბოლო წამებზე გაათანაბრა, "ატლეიკომ" მატჩის მიწურულს მოიგო [VIDEO]