სილესენმა არ გაუშვა - "ვალენსიამ" სან-სებასტიანიდან ქულა წაიღო

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-14 ტურში „ვალენსია“ სან-სებასტიანში „სოსიედადს“ დაუზავდა - 0:0. „ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი კვლავ სათადარიგო იყო.

პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარში, როდესაც სილესენმა ისაკს გატანა არ დაანება. მომენტებით უხვი არც მეორე ტაიმი გამოდგა. 76-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის მასპინძელთა გუნდის მცველი ელუსტონდო გააძევა. დარჩენილ დროში გარდა შეხლა-შემოხლებისა აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„ვალენსია“ 18 ქულით მე-10 ადგილზეა და 27 იანვარს „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თავს ნუ მვიტყუებთ ამ ეტაპზე მამარდა სილესენის ამომგდები არაა ისე ძირითად გუნდში სკამს. მეორე გუნდში ძირითადში თამაში ჯობია.
0
ესპანელი მსაჯებისა,ვერაფერი გავიგე,ვარიც არ შველის,მაგათ ინტერპრეტაციებს.
სოსო
14:21 22-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული