პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარში, როდესაც სილესენმა ისაკს გატანა არ დაანება. მომენტებით უხვი არც მეორე ტაიმი გამოდგა. 76-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის მასპინძელთა გუნდის მცველი ელუსტონდო გააძევა. დარჩენილ დროში გარდა შეხლა-შემოხლებისა აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„ვალენსია“ 18 ქულით მე-10 ადგილზეა და 27 იანვარს „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.