"ხავი ის მწვრთნელია, რომელმაც უმრავი რამ იცის, ეს ხომ მისი ბავშვობის დროინდელი გუნდია. თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ის ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ეჭვი არ მეპარება, რომ "ბლაუგრანა" მასთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწევს" - განაცხადა "ალბისელესტელმა".
შეგახსენებთ, ექს ნახევარმცველი ახლო აღმოსავლეთიდან კატალონიაში სამუშაოდ 2021 წლის ნოემბერში გადავიდა. 41 წლის სპეციალისტს გუნდთან ხელშეკრულება 2023/24 წლის სეზონამდე აქვს.
მოგეხსენებათ, ხავი "ლურჯ-ბროწეულისფერების" ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა, მწვრთნელად კი როგორც გითხარით 2021 წლის
ნოემბერში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ დაბრუნდა და კატალონიურ დერბიში 1:0 იმარჯვა.
"ბარსელონა" 24 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში "ბენფიკას" დაუპირისპირდება, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩს ესპანელებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით