ლა ლიგის მე-15 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "სევილია" 2:1 დაამარცხა.
გადამწყვეტი გოლი ვინისიუსმა მატჩის დასასრულს გაიტანა. მის ანგარიშზე პრიმერას ბოლო 4 მატჩში 4 გოლია, სულ მიმდინარე გათამაშებაში 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ თანაგუნდელ ქარიმ ბენზემას ჩამორჩება.
ბენზემამ პრიმერაზე 11 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით ევროპის ტოპ 5 ქვეყნის ჩემპიონატებში მხოლოდ "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩება - 19 (11+8).
"რეალი" 33 ქულით ლიდერია და 2 დეკემბერს "ბილბაოს" უმასპინძლებს.
"სამეფო გუნდი" 3 ოქტომბრის შემდეგ ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია - 8 მოგება და 1 ფრე, ბურთების შეფარდება 22:6.
მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 45 281 მაყურებელი
რეალი - სევილია 2:1
გოლები: 0:1 რაფა მირი (12), 1:1 ბენზემა (32), 2:1 ვინისიუსი (87)