მწვრთნელი ხავი ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს "ბარსელონას" მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს.
"დიახ, ის არ იყიდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სიტუაციის უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია.
ამას წინათ გოლი გაიტანა. ის ფრენკი იყო, რომლის ხილვა გვინდა. "ვილიარეალთან" შესანიშნავად ითამაშა", - განუცხადა ხავიმ "მარკას".
ფრენკი დე იონგმა ლა ლიგაზე ამ სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში მიღო მონაწილეობა.