ამ შეხვედრის წინ სევილიური გუნდის მწვრთნელმა პელეგრინიმ თქვა, რომ უნდა მოეგოთ და მოიგეს კიდეც, კატალონიურმა კლუბმა კი ხავის ხელმძღვანელობით პირველი მარცხი განიცადა.
უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლის თამაში 59-ე წუთზე კოუტინიოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დემბელემ გაამწვავა. სტუმრები თავს იცავდნენ, კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 79-ე წუთზე ხუანმიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„ბეტისი“ ამ მომენტისთვის მესამე ადგილზეა, ხოლო „ბარსა“ - მეშვიდეზე.