დატოვებს მემფის დეპაი "ბარსელონას"?

AutoSharing Option
თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ შეიძლება "ბარსელონა" დატოვოს, - იტყობინება El Nacional-ი.

გამოცემის ცნობით, ნიდერლანდელმა იცის, რომ კატალონიური კლუბი ახალ თავდამსხმელს ეძებს. თუ გუნდში დეპაის მდგომარეობა გაუარესდება, ფეხბურთელის აგენტები მზად არიან სხვა კლუბების წინადადებები განიხილონ.

თავის მხრივ, არაა გამორიცხული, "ბარსამ" ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტრანსფერებისთვის ფულის გამოსამუშავებლად დეპაი გაყიდოს.

ამ სეზონში ლა ლიგაზე მემფისმა 15 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის, ვერავინ შეცვლის ბარსაში! სულ, რომ შუაზე გაიხიონ სუყველა!
fani
06 დეკემბერი 2021 10:36
0
მესი "გაუშვეს"მისი ნების საწინააღმდეგოდ და ამითი უდიდესი დარტყმა მოგვაყენეს ბარსას გულშემატკივრებს და ეს დეპაი ვინ ჩემი დიპლიპიტოა, რომ არ გაუშვან?
თემო
06 დეკემბერი 2021 12:17
0
იარემჩუკს ყიდულობსო და დეპაი რაღად უნდათ? იარემჩუკი-ქვილითაიას ტანდემი დახატავდა ბარსას თავდასხმას. სათადარიგოდ ფატი და დემბელეც გამოდგებიან.
მაგარი აგენტი 597 45 86 36
06 დეკემბერი 2021 10:05
3
ფატიც და დემბელეც აღარაფერში ვარგიან, ერთ ორ თამაშსს ითამაშებენ და მერე ჰაიდა ლაზარეთში, სანამ ტრავმა აუკიდია ამ დებილეს ჯობია მაგასაც ააცმევინონ, უკვე ამბიციებშია ებიჭი და მისი აგენტიც სისიკორა. ბარსას ხელმზღვანელობის გამკვირვებია , რას ეხვეწებიან ამ დემბელეს და იმცირებენ თავს?
ბარსა
06 დეკემბერი 2021 12:39
0

სიახლეები პოპულარული