შეძლებს მემფისი მესის წასვლის შემდეგ დატოვებული ორმოს ამოვსებას? ნიდერლანდელმა კარგად დაიწყო...

AutoSharing Option
მემფის დეპაი "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის სეზონის უმთავრესი აღმოჩენაა. ნიდერლანდელმა ფებხურთელმა 2021/22 წლების სეზონში უკვე 7 გოლის გატანა მოახერხა (2 "ბარსელონაში", 5 ნაკრებში)

შეგახსენებთ, დეპაი "ბლაუგრანას" "ლიონიდან" შეუერთდა, ამ მომენტისთვის კი ის ლიონელ მესის უმთავრეს შემცვლელად მოიაზრება, როგორც ჩანს, გულშემატკივრების წინ ახალი კატალონიური ერა იწყება.

აღსანიშნავია, რომ შემტევი ჯერ 27 წლისაა, კარიერის ადრეულ წლებში, უფრო კონკრეტულად 2015-2017 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანო რონალდოს შემცვლელად მოვიდა, თუმცა რა გამოვიდა ყველამ იცის...

მაგრამ შემტევისთვის საფრანგეთში კარიერა ხელახლა დაიწყო, "ლურჯ-ბროწეულისფერებში" გადასვლა კი მისი ბავშვობის ოცნება გახლდათ,
თანაც ამ გუნდში მისთვის ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელი, რონალდ კუმანი დახვდა. რა თქმა უნდა, მესის ჩანაცვლება გარკვეულწილად შეუძლებელია, ის, რასაც არგენტინელი ვირტუოზი მოედანზე ქმნიდა შეუდარებელია, თუმცა მესის წასვლის შემდეგ დაცარიელებული ორმოს ამოვსების ძალა ნიდერლანდელს აქვს, მას ამაში ახალგაზრდა ანსუ ფატი და მთელი "ბარსელონა" დაეხმარება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დღეში ხართ მესისტები.სანთელს უნთებთ ყოველ დილით და პსჟ-ს ქონაგები გახდით ვითომ ბარსას ფანები ხომ?ჩემთვის მესი იქ დამთავრდა როცა სამ დღეში მიეყიდა ფულის ტომრებს და არც განუხილია პრემიერლიგის გუნდების შეთავაზება.დეპაი ცოტა ზარმაცი და ამპარტავანი ნეჩვენება,თორემ ცუდი ფეხბურთელი არაა.მესი ვერ იქნება თავისთავად მაგრამ არ მგონია გრიზმანივით ჩაფლავდეს ბარსაში.
Master
16:37 10-09-2021
2
კუმანი და ლაპორტა მეზიზღება. ეს დაპაია თუ...სირიკოზა, მესის ადგილს ვერასოდეს დაიჭერს.
ახალი ერა არა, ის არ გინდათ?
18:15 09-09-2021
4

სიახლეები პოპულარული