ჟორდი ალბას გასაკვირი გარეგნული გარდასახვა

AutoSharing Option
ინტერნეტის მომხმარებლები "ბარსელონას" 32 წლის მცველ ჟორდი ალბათი აღფრთოვანებულნი არიან და მის გარეგნულ ცვლილებას "ტვიტერზე" განიხილავენ.

სულ ცოტა ხნის წინ ალბა სანახევროდ მელოტი იყო, ახლა კი თმაქოჩორა გახდა და ყველა გააოცა.

"ბარსას" გულშემატკივრები ხუმრობენ, რომ გუნდმა ასეთივე სასწაული უნდა მოახდინოს და მიუნხენში გაიმარჯვოს.

შეგახსენებთ, 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "ბარსელონა" "ბაიერნს" შეხვდება და უნდა გაიმარჯვოს, რათა გაზაფხულზე ევროპა ლიგაზე არ მოუწიოს თამაში.

მიუნხენში თუნდაც უმოტივაციო "ბაიერნის" დამარცხება სათქმელადაც ძნელია, მით უმეტეს, ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი კატალონიური გუნდისთვის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად ჯადოქართან იყო და ჰოპ, ამოუვიდა თმები. საოცრებაა!
rezi
11:03 07-12-2021
0

სიახლეები პოპულარული