პეტრაკოვი - "რეალის" მეკარეზე: ორი წლის უთამაშებელს როგორ გამივიძახებ?

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა განმარტა, თუ რატომ არ იძახებს ეროვნულ გუნდში "რეალის" მეკარეს, ანდრეი ლუნინს.

"ლუნინს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, მის მამასაც ვიცნობ. როცა ნაკრების მწვრთნელი გავხდი, გამოვიძახე. მაშინ კორონავირუსით დაავადდა. გულწრფელად გეტყვით, მას შემდეგ არ შევხმიანებივარ. ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის შესახებ სისტემატურად მაწვდიან ინფორმაციას.

ყველა ფეხბურთელზე ყველაფერი ვიცი. როგორ შემიძლია ორი წლის უთამაშებელ მეკარეს ვუხმო? ეს საყვედური არ არის. ანდრეიმ თვითონ იცის. რჩევისათვის ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია დამირეკოს. როდესაც ახალგაზრდები იყვნენ, რჩევისათვის მირეკავდნენ. ამ დონეზე მყოფთ აგენტები ჰყავთ, მე
რჩევას არავინ მეკითხება. თავად წყვეტენ თავიანთ საკითხებს.

თავისთვის არასაჭირო კლუბი აირჩია. შენი შესაძლებლობების გუნდი უნდა მონახო და ითამაშო. "რეალი" - ეს ძალიან ფერადი და ლამაზია, მაგრამ ფეხბურთელი მალე 23-ე წელიწადში გადადგება. უნდა წავიდეს და ითამაშოს. შესაძლოა, ამით დაკავდება", - ციტირებს პეტრაკოვს Профутбол Didgital-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შევცვალოთ გვარი ლუნინი,მამარდაშვილით.შესანიშნავი რჩევაა,მისთვისაც.
სოსო
21:52 07-12-2021
3

სიახლეები პოპულარული