ხავი განრისხდა და დიდ წმენდას იწყებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" უშანსოდ დამარცხებისა (0:3) და ტურნირიდან გამოვარდნის გამო განრისხებულია და გუნდის სერიოზულად გადახალისება გადაწყვიტა.

ნამატჩევს გასახდელში დაძაბული ვითარება იყო და ხავიმ ფეხბურთელებს უთხრა, რომ ზოგიერთმა მათგანმა არ იცის, რას ნიშნავს "ბარსაში" თამაში.

ჟურნალისტი ჟერარ რომერო ირწმუნება, რომ ხავი მზადაა დაემშვიდობოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, სერჟინიო დესტსა და ფრენკი დე იონგს.

"მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, იანვარში დაგეგმილია სამუელ უმტიტის, ფილიპე კოუტინიოსა და ოსკარ მინგესას გასხვისება, აგრეთვე "სევილიადან" იჯარით აყვანილი ლიუკ დე იონგის უკან გაბრუნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ
მემფის დეპაის გაყიდვას უპირებენ.

კატალონიურმა კლუბმა დაიბრუნა დანი ალვეში და ახლოსაა ფერან ტორესის (მანჩესტერ სიტი) ტრანსფერის განხორციელებასთან. ზაფხულში მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით ედინსონ კავანი შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მემგონი გასაშვები კი არა აქეთ ხალხია მოსაყვანი, ნეტა დე იონგს რო გაუშვებს ვინ უნდა ათამაშოს, მემგონი მედიის ჭორებია ეს ყველაფერი
ნოდო
12 დეკემბერი 2021 23:22
0
მოკლედ: კუმანმა დიდი ღვაწლი გაიღო "ბარსას" გაფარჩაკებაში...
თამაზ
12 დეკემბერი 2021 17:16
0
რაც იყო ბარსა მესიმდე?? ხუმრობთ იმედია. ბარსას ქომაგი არვარ მაგრამ მესიმდე ბარსა მართლა მომწონდა, როანალდიონიო თავისი შოუებით, ეტოო ვინც ჩემი აზრით ყველაზე მეტად ესადაგებოდა მათ სტილს, დეკუ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი ვისი თამაშიც მინახავს, მის გვერდზე ხავი-ინიესტა, ძალიან კარგი დაცვის წყვილი მარკესი-პუიოლის სახით... ჟიული, ლარსონი და სხვები შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილთა გვერდით არდავაყენო მაგრამ დღევანდელ ბარსელონაში ლიდერები იქნებოდნენ
Deqstera
11 დეკემბერი 2021 20:48
0
პირველი ბარსას ფანი ხარ ვინც მინახავს და იძახის რომ მესიმდე ბარსა კაი გუნდი იყო
დათო
13 დეკემბერი 2021 16:02
0
სიის გაგრძელება ძნელი არ არის:დიდი რონალდო,ლუიშ ფიგუ,ლუის ენრიკე,ზლატან იბრაგიმოვიჩი,მიქაელ ლაუდრუპი,ბერნდ შუსტერი.ესენი, ყველა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ,ან თითქმის საუკეთესო და ამ სიის გარძელებაც ადვილად შეიძლება
სოსო
13 დეკემბერი 2021 12:17
0
შეიძლება წლების მერე ჩამოყალიბდეს კარგ მწვრთნელად, მაგრამ იმ ხუთი მატჩიდან რაც ბარსამ ჩაატარა არაფერი ეტყობა რომ მწვრთნელი შეეცვალა, რა თამაშსაც თამაშობდა კუმანის დროს იგივეს აჩვენებს ეხლაც.სად არაბეთი და სად ლა ლიგა
მამუკა
11 დეკემბერი 2021 18:20
3
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ მაგარი ფეხბურთელობა არ ნიშნავს მაგარ მწვრთნელობას :))) ერთი ხავია თუ ჩავი გამოდგა მაგარი და მეორე პირლო :)))
ხავი რა, მესიააა? :))) გაიგეთ კულეებო, დარხეული აქვს ბარსას და რაც იყო მესის ეპოქამდე, დაიბრუნა კუთვნილი ადგილი, უარესი თუ არა :)))
ტოჟე მნე ბარსელონა
))))
11 დეკემბერი 2021 06:50
17
ოოო, ბოღმა რას უშვება ბოღმისტებს? დიაგნოზი დასმული გაქვს: ბ ო ღ მ ი ს ტ ო ბ ა!
))))s
11 დეკემბერი 2021 15:22
1

სიახლეები პოპულარული