"რეალმა" "ატლეტიკოს" უპრობლემოდ სძლია და მიჯრით მეათედ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში "რეალმა" "ატლეტიკო" 2:0 დაამარცხა.

გოლები ბენზემამ და ასენსიომ გაიტანეს, ვინისიუსმა 2 საგოლე პასი გააკეთა.

"რეალი" 42 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "სევილიას" 8 ქულით უსწრებს (ანდალუსიურ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 20 დეკემბერს "კადისს" უმასპინძლებს.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 51 024 მაყურებელი
რეალი - ატლეტიკო 2:0
გოლები: 1:0 ბენზემა (16), 2:0 ასენსიო (57)

- "რეალმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 10 მატჩი მოიგო და ბოლო 4-ში გოლი არ გაუშვია.
- 2021 წელს ბენზემამ კლუბში 36 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია. მას
შეხვედრის დაწყების წინ კუნთის მცირე ტრავმა ჰქონდა და შესვენებაზე თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს.
- მიმდინარე ჩემპიონატზე ვინისიუსის ანგარიშზე 17 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული