"ბარსა" ახალბედებით იმარჯვებს, "რეალის" კონკურენტი გამოიკვეთა - ლამაზი გოლები "ლა ლიგაში" [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში საინტერესო და დაძაბული შეხვედრები ვიხილეთ. როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონობისთვის მადრიდის "რეალის" მთავარი მეტოქე "სევილია" იქნება. ხავის "ბარსელონა" კი ახალბედა თინეიჯერებით იმარჯვებს.

"ბარსამ" "ელჩეს" უმასპინძლა და უკვე მე-19 წუთზე ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა - მე-16 წუთზე 22 წლის ესპანელმა ფერრან ჟუტგლამ გაიტანა. მან სადებიუტო გოლი რამდენიმე დღის წინ, "ბოკა ხუნიორსთან" ამხანაგურ მატჩში მიითვალა. ზუსტად 3 წუთში 17 წლის გავიმ მცირე შედევრი შექმნა - მოწინააღმდეგეებს გვერდი აუარა და მეტოქის კარი ლამაზი დარტყმით აიღო. ეს მისი სადებიუტო გოლია.

კატალონიელებმა
მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს, ერთწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაუშვეს და 63-ე წუთიდან ყველაფერი თავიდან დაიწყო.

85-ე წუთზე გავიმ ამჯერად საგოლე პასი შეასრულა, კიდევ ერთმა თინეიჯერმა, 19 წლის ნიკომ კი "ბარსას" მაისურით ასევე, პირველად გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ხავის გუნდი 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, წლის უკანასკნელ მატჩში, 21 დეკემბერს კი "სევილიას" ესტუმრება.


სევილიელები კი ჩემპიონობაზე მოფიქრალ გუნდს ჰგვანან და "ბარსელონასთან" დაპირისპირება მართლაც ბევრ რამეს იტყვის. ხულიან ლოპეტეგის ბიჭებმა დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" 2:1 დაამარცხეს.

მე-7 წუთზე ივან რაკიტიჩმა ულამაზესი გოლი გაიტანა, ფელიპემ პირველივე ტაიმში გაათანაბრა, "სანჩეს პისხუანზე" შეკრებილმა პუბლიკამ კი 88-ე წუთზე გამარჯვების გოლით გაიხარა - ოკამპოსმა კუნდეს პასი შეირგო.


სევილია" "ლა ლიგაში" მეორეა და"სამეფო კლუბს" 5 ქულით ჩამორჩება. "ატლეტიკო" 29 ქულით მე-5 ადგილზეა, 22-ში კი "გრანადასთან" გასვლითი მატჩი ელის.

alt"ბარსელონა" "მანჩესტერის" თავდამსხმელებით გაძლიერებას აპირებს

altპედრი და ფატი ნაახალწლევს დაბრუნდებიან

alt"რეალმა" "ატლეტიკოს" უპრობლემოდ სძლია და მიჯრით მეათედ გაიმარჯვა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა? უძლიერეს ელჩეს როგორ მოუგეს? ამ ფარჩაკებმმა?
ფხიიი.
21:55 19-12-2021
2

სიახლეები პოპულარული