გავიმ ბუცებზე თასმების შეკვრა არ იცის, ხავი კი მასზე დიდ იმედებს ამყარებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი მარკ მარბა პრატსი "ტვიტერზე" წერს, რომ "ბარსელონას" 17 წლის ნახევარმცველი გავი ბავშვობიდან ბუცებზე შეუკრავი თასმებით თამაშობს. მიზეზი ისაა, რომ მათი შეკვრა არ იცის და ეს ნაკლებად ადარდებს, ხშირად კი თასმების შეკვრაში თანაგუნდელები ეხმარებიან.

გავი "ბარსას" აღზრდილია. მისი დებიუტი პირველ გუნდში წელს შედგა, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული; ხელფასს იმდენს იღებს, რამდენიც დუბლების ფეხბურთელს ეკუთვნის, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 25 მილიონი ევროა.

კატალონიური კლუბის
მწვრთნელმა ხავიმ თქვა, რომ გავიზე დიდ იმედებს ამყარებს, ხელშეკრულება უნდა გაუხანგრძლივონ და თუ საჭირო გახდება, ამისათვის ფულს შეაგროვებენ კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ქნას ბიჭმა, ჯერ აღუაა, პატარაა და რომ გაიზრდება,აცადე დედიკო ასწავლის თასმების შეკვრას.
აცადეთ ბიჭს.
17:30 22-12-2021
0
ძაან ჩამოწიეს დაბლა ფეხბურთელების ასაკი ფულის გამო. ფეხბურთი სიყვარულზე მეტად ბიზნესი გახდა .
ტოტტი
08:27 22-12-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული