7 გოლი, არშემდგარი ქამბექი და "წყალქვეშა ნავების" სუპერშემტევი თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 21 დეკემბერს, ლა ლიგის ეგიდით "ვილიარეალმა" "ალავესს" უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.

თავდაპირველად მასპინძლები წინ ხერარდ მორენოსა (18) და ბულაიე დიას (27) გოლების წყალობით გავიდნენ. შემდეგ სტუმრებს რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში გაუმართლათ და პერე პონსისა (44) და ხოსელუს (65) გოლებით წონასწორობა აღადგინეს.

ამის შემდეგ "წყალქვეშა ნავები" უფრო მეტად გააქტიურდა და "ალავესის" კარში 3 გოლი გაიტანა. თავი ბულაიე დიამ (76), იერემი პინომ (79) და ხერარდ მორენომ (88) გამოიჩინეს.

ამრიგად, 18 ტურის შემდეგ "ვილიარეალი" 25 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2022
წლის 3 იანვარს, "ლევანტეს" წინააღმდეგ გამართავს.

"ალავესი" 15 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაშია, მე-19 ტურში (2022 წლის 2 იანვარს) კი "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული