შესანიშნავი ბენზემა და სიმეონეს ზედიზედ მე-4 მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის გადატანილ შეხვედრაში მადრიდის "ატლეტიკომ" "გრანადასთან" წააგო - 1:2. დიეგო სიმეონეს გუნდისთვის ეს ზედიზედ მეოთხე მარცხია, ეს კი უფრო იმ დროის "როხიბლანკოს" ჰგავს, სანამ მას სათავეში "ჩოლო" ჩაუდგებოდა.

უკვე მე-2 წუთზე სტუმრები ჟოაო ფელიქსმა დააწინაურა. პორტუგალიელის გოლი მშვენიერი იყო, თუმცა ის მე-17 წუთზე მარჩიასმა გადაფარა. მას ასისტენტობა 39 წლის მოლინამ გაუწია, რომელმაც მალე თავადაც გაიტანა, რაც მიმდინარე სეზონში მე-7 იყო - ამ ასაკში მართლაც მშვენიერი შედეგია.

VideoSportall.Ge
გრანა
და - ატლეტიკო 2:1

"ატლეტიკო" 29 ქულით მე-5 ადგილს იკავებს და ახალი წლიდან სიმეონეს ბევრი რამის შეცვლა მოუწევს. ამ გამარჯვებით გრანადელები მე-12 პოზიციაზე არიან.

მადრიდის "რეალი" ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრა. ეს მატჩი 21-ე ტურში უნდა გამართულიყო. ასე რომ, ამ ორმა გუნდმა წელი დანარჩენზე ერთით მეტი შეხვედრით დაასრულა - 19.

ქარიმ ბენზემა შესანიშნავ ფორმაშია. ფრანგმა დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 15 შედეგიანი დარტყმა და 7 საგოლე პასი აქვს. 34 წლის ფორვარდის მეორე გოლი შედევრი გამოდგა.


ბილბაოელებმა ანგარიში მალევე შეამცირეს - უკვე მე-10 წუთზე 1:2 გახდა. "სამეფო კლუბს" 46 ქულა აქვს და მეორეზე მყოფი "სევილია" მას 8 ქულით ჩამორჩება. "ატლეტიკმა" 2021 წელი მე-10 ადგილზე დაასრულა.

alt7 გოლი, არშემდგარი ქამბექი და "წყალქვეშა ნავების" სუპერშემტევი თამაში [VIDEO]

altკუნდემ ალბას ბურთი სახეში სტყორცნა - "ბარსელონამ" კაცნაკლულ "სევილიას" ვერ სძლია [VIDEO]

altგავიმ ბუცებზე თასმების შეკვრა არ იცის, ხავი კი მასზე დიდ იმედებს ამყარებს

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი აღარ ყავს, (ლაპორტას დახმარებით) ბენზემას და რატომ არ იქნება "შესანიშნავი"
გია
13:33 23-12-2021
3

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული