ფერან ტორესი "ბარსელონას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ფერან ტორესი "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა.

21 წლის ტორესს "ბარსელონამ" კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა, ტრანსფერი კი დაახლოებით 55 მილიონი ევრო დაუჯდა და კიდევ 10 მილიონის ბონუსების სახით გადახდა მოუწევს.

ამ სეზონში ტორესმა პრემიერლიგის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსა" ტორესის პრეზენტაციას 3 იანვარს მოაწყობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვნახოთ თუ გაამართლებს და ტყვილად არ ყარეს ფულები და ბონუსები, როგორც იციან.
------
21:04 28-12-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული