ხავი: "მალიორკასთან" მატჩის წინ ექსტრემალურ სიტუაციაში ვიმყოფებით

AutoSharing Option
3 იანვარს, ლა ლიგის მე-19 ტურში "ბარსელონა" სტუმრად "მალიორკას" უნდა დაუპირისპირდეს. კატალონიური გუნდის მწვრთნელმა ხავიმ გუნდში არსებულ საკადრო პრობლემებზე ისაუბრა.

"ექსტრემლურ სიტუაციაში ვიმყოფებით, 17-18 ფეხბურთელი გვაკლია. უმტიტი კორონავირუსით დაინფიცირდა, ორი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია, ექვსი - ტრავმირებული.

ამას შეიძლება უბედურება ვუწოდოთ. "სევილიასთან" შეხვედრის წინ იგივე მოხდა, როდესაც ჩვენი ოთხი სამრეთამერიკელი მოთამაშე დროულად ვერ დაბრუნდა.

წესები მკაცრია. თან, სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა ვითამაშოთ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ჩვენს განკარგულებაში არიან. "მალიორკაც" იგივე ვითარებაშია, ოდნავ უკეთესში. "ბარსასა" და "რეალის" კალათბურთელთა მატჩი არ ჩატარდება.

ამ
თამაშის გამართვას აზრი არ აქვს. ქაოსური სიტუაციაა, მაგრამ 3 ქულის მოპოვებას შევეცდებით, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს ხავის კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 8 /
როგორც, ბარსელონას ყოფილი გულშემატკივარი, ბარსას ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ ლაპორტას კი, რაც მესის აკადრა და დაუმსახურებლად გაუშვა გუნდიდან, ამის გამო, პირადად ამ არაკაცსს, ყველაფერ ცუდსს!
გია
02 იანვარი 2022 13:59
1
ნამდვილად ახალი არაა. ბარსას გულშემატკივარი ვიყავი კარგა ხანი, მაგრამ განსაკუთრებით მომწონდა ლეოს თამაში ( მე მგონი ყველას გვყვავს გამორჩეული ფეხბურთელი, ასეთად ჩემთვის მესია) რაც მესის გაუშვეს ბარსადან და არცერთი ფეხბურთელი არ დაუდგა გვერდით (ყველა თავის ტყავს გაუფრთხილდა) სიმართლე გითხრა იმწუთიდანვე ამიცრუვდა გული ყველაზე. თანაც ერთხმად ყველა, რომ იძახდა მესის მერე ახალი ერა იწყებაო, ამან უფრო დამაშორა, ვითომ მესი რამეში უშლიდა ხელს, პირიქით აქეთ ათრია ეს გუნდი. ისე,რომ ნუ გიკვირთ, ეტყობა ბარსაში ახალი ტენდეცია მკვდირდდება, არ დაფასება ერთგული ლეგენდების. ლაპორტა კი ღმერთმა შეარგოს ბარსას.
ლევანის
02 იანვარი 2022 17:58
0
რაც მაგ ჩემისა ლაპორტამ, მესის გაუკეთა, წყევლაზე მეტი არა? ლაპორტას არ გავკარით?
კაროჩეს-ს
03 იანვარი 2022 18:17
0
ყველა გამოხმაურება
ეს კაცი წუწუნს ვერ გადაეჩვია, ჯერ ბარსაში იყო ბალახის სიმაღლეზე წუწუნებდა და ახლა პანდემიის დროს როცა ხშირია ფეხბურთელების ნაკლებობა იმაზე წუწუნებს რაც ნებისმიერ კლუბს შეიძლება მოუვიდეს
Nika
02 იანვარი 2022 18:00
4
ლეო მესის და მის ოჯახს ვულოცავთ ახალ წელს! ლეოსთვის ეს წელი ყოფილიყოს წარმატების მომტანი წელი!
ნონა
02 იანვარი 2022 10:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული