mundo deportivo: საუკუნის სატრანსფერო ბომბი მზადდება - რონალდო ხავის დაუკავშირდა!

AutoSharing Option
"მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, თავდამსხმელი რონალდო "მანჩესტერში" შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა, გუნდის გამოცვლა უნდა და "ბარსელონაში" გადასვლის წინააღმდეგი სულაც არაა.

გამოცემა ირწმუნება, რომ რონალდო თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ხერარდ პიკეს მეშვეობით, რომელთან ერთადაც "იუნაიტედში" ადრე ერთ ოთახში ცხოვრობდა, რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" მწვრთნელს, ხავის დაუკავშირდა. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს.

რონალდო 2009-18 წლებში "რეალში" თამაშობდა და მისი "ბარსაში" გადაბარგება დიდი სენსაციია იქნება. მენდეში კარგ ურთიერთობაშია ლაპორტასა და კატალონიური კლუბის დირექტორ მატეუ ალემანისთან და საქმეს შეუდგა.

ლაპორტამ 2003 წელს კრიშტიანოს ხელში ჩაგდება
ხელიდან გაუშვა, მაშინ რიკარდო კუარეჟმა გადაიბირა, რომელიც არაფერში გამოადგა და ახლა შეცდომის გამოსწორებას ეცდება.

პიკე ლეო მესის დაუკავშირდა და ჰკითხა, დაუთმობს თუ არა რონალდოს "ბარსელონაში" თავის სახლს, სადაც მისი 7 "ოქროს ბურთი" ინახება. გაკვირვებულმა ლეომ ხუმრობით უპასუხა, რომ თუ ჯილდოებს არ წაიღებს, წინააღმდეგი არ იქნება.

პრობლემა შეიძლება ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასისგან შეიქმნას, რადგან ის "რეალის" გულშემატკივარია და არაა გამორიცხული, ტრანსფერის გაჩარხვას ხელი შეუშალოს.

* ესპანური "საპირველაპრილო" ხუმრობა

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა სისულელეა
welder
11:36 01-01-2022
0
რამხელა სტატია წამაკითხეთ ტყუილად
ირაკლი
10:04 31-12-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული