"ბარსელონა" მალე სერიოზულად გადახალისდება - AS-ის ცნობით, "ატლეტიკოდან" "იუვენტუსში" განათხოვრებული თავდამსხმელი ალვარო მორატა კატალონიურ გუნდში გადავა, რადგან კონტრაქტის დეტალების 95% შეთანხმებულია და მასთან ექვსთვიანი იჯარა გაფორმდება.
თუმცა მორატას, დანი ალვეშისა და ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად "ბარსელონამ" სახელფასო განაკვეთი უნდა განტვირთოს, ამისათვის კი სასწრაფოდ მოუწევს სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა.
უსმან დემბელე ფერან ტორესის შეძენის გამო განაწყენებულა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ ხერხდება. ფეხბურთელის აგენტები მიიჩნევენ, რომ დემბელეს კლუბში ტორესზე ნაკლებად აფასებენ, ხელშეკრულების გაგრძელება კი იმისათვის სჭირდებათ, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი
არ გახდეს. მწვრთნელი ხავი უსმანის დატოვებას მოითხოვს.
ტორესს სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს, ხოლო მისი ტრანსფერი 55 მილიონი დაუჯდათ.
მიუხედავად მორატას გადაბირებისა, "ბარსა" "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინ ჰოლანის ტრანსფერზე უარს არ იტყვის, თუმცა მისი შეძენა გაუჭირდება.
ლუკ დე იონგი იანვარში "კადისში" გადავა, ხოლო მემფის დეპაის ზაფხულში გაყიდიან.