ჰოლანმა "რეალს" უგანა და "ბარსა" აირჩია - ტრანსფერს "მცირედი დეტალი" აფერხებს

AutoSharing Option
Сuatro ირწმუნება, რომ "დორტმუნდის" თავდამსხმელი ერლინ ჰოლანი "ბარსელონაში" გადასასვლელად ემზადება.

გამოცემის ცნობით, ჰოლანს არ უნდა მომავალში "რეალში" პსჟ-ის ამჟამინდელ ფორვარდ კილიან მბაპესთან ერთად თამაში. "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე ჰოლანი და აგენტი მინო რაიოლა დაარწმუნა, რომ ერლინისა და კილიანის ლა ლიგაში თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეპოქალური, თუ ისინი სხვადასხვა გუნდში იასპარეზებენ.

თურმე რაიოლამ სიტყვა მისცა ლაპორტას, რომ მისი კლიენტი კატალონიურ გუნდში გადაბარგდება. ამისათვის  "ბარსას" "მცირედი დეტალის" მოგვარება სჭირდება - საჭირო თანხა უნდა მოიძიოს.

აღნიშნულია, რომ ლაპორტასა და
რაიოლას ძალიან კარგი, თითქმის მეგობრული ურთიერთობა აქვთ და აგენტმა ამ ტრანსფერით საერთო ჯამში შეიძლება 100 მილიონი ევროთი იხეიროს.

ჰოლანს 3+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო წლიურ გასამრჯელოდ 30 მილიონს დაუნიშნავენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი პრემიერლიგაში უნდა გადავიდეს ან ისევ ბაიერნში...სისულელეა ამის ლალიგაში გადასვლა უბრალოდ დროის კარგვა იქნება და სტატისტიკის გამ ოთუ უნდა კი ბატონო.ისე ბარსელონა მორატას უფრო ეჩალIჩება თან ეგ ესპანელია და ადაპტირდება მარტივად ხავის გუნდთან.რომც გადავიდეს ბარსაში მაინც არ იქნება ფავორიტი ჰალანდიანი ბარსელონა არც ლალიგაში და ლიგაზეც მითუმეტეს.მარტო ერთი კაცის ტრანსფერი ბარსელონას არ უშველის გუნდი უნდა დაბალანსდეს და ამას დრო სჭირდება.ისე კი კარგია ამ მხრივ რომ პრემიერლიგის გუნდი არაა ბარსელონა თორემ ლიგაზე მოხვედრის შანსიც არ ექნებოდა და ამ ფორმაციის ბარსას ესპანეთში ლიგის ჯგუფის შანსი მაინც ექნება ყოველწელს.ეგ კიარა მბაპეც კარი იქნება ეპლში თუ წავა.
აბგდ
12:34 05-01-2022
5
აი რა დონის დურაკი უნდა იყო გაძვალტყავებულ ბარსაში გადახვიდე ან გავა კი ლიგაზე ეგეც საკითხავია და ყელამდე ვალი აქვთ.... აქეთ რეალი დაფრუნავს მბაპე თუ გაიფორმეს და ჰალანდი მაგათი გამჩერებელი ვინ იქნება.... ამიტომ ბარსაში ამის გადასვლა გამორიცხეთ იბრაც გადავიდა მასე ბარსაში და კი ირტყა მერე ცხვირში.. ბარსას საფეხბურთო ფილოსოფიას არ ესადაგება იბრა ჰალანდის ტარანის ტიპის მოთამაშეები.
რონი
09:19 05-01-2022
9

სიახლეები პოპულარული