"ბარსელონას" მწვრთნელი ხავი ნახევარმცველ ანსუ ფატის დაბრუნებას ელის, რომელსაც ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.
ხავიმ თქვა, რომ 19 წლის ფეხბურთელი "გრანადასთან" მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს, შემდეგ შეხვედრაში კი "რეალთან" მოედანზე ვიხილავთ.
"ჩვენ გვიყვარს ფატი. მისი მალე დაბრუნება შესანიშნავი სიახლეა. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს. ფუნდამენტური მოთამაშეა. არ გვინდა გავრისკოთ, რადგან მაშინ შეიძლება სეზონის ბოლომდე ვერ დაგვეხმაროს.
ამიტომ მირჩევნია მოვიცადოთ, ვიდრე სრულად არ იქნება მზად. ეს მისი ფიზიკური ფორმის საკითხია", - ციტირებს ხავის "Diario Sport"-ი.