ბენზემამ და ვინისიუსმა სილესენი ორ-ორჯერ დაამწუხრეს - "რეალმა"უპრობლემოდ იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-20 ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 4:1 დაამარცხა, რომლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

სტუმრები პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა მეკარე სილესენმა, ერთხელ მოდრიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა, თუმცა 43-ე წუთზე ბენზემამ პენალტით ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ ვინისიუსმა ორჯერ დაამწუხრა „ღამურები“, გედეშმა სხვაობა შეამცირა (მის მიერ შესრულებული პენალტი კურტუამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას თავად დაასწრო), ბოლოს კი ბენზემამ კიდევ ერთხელ დალაშქრა ნიდერლანდელის კარი. მის ანგარიშზე უკანასკნელ 5 მატჩში 5 გოლია.

„რეალი“, რომელსაც 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, 49 ქულით ლიდერია,
„სევილიას“ 8 ქულით უსწრებს, თუმცა ანდალუსიური გუნდი დღეს „ხეტაფეს“ მასპინძლობს და ჩამორჩენის შემცირება შეუძლია. „ვალენსია“ კი 28 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

„რეალი“ ჩემპიონატზე 23 იანვარს „ელჩეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვალენსია“ 20 იანვარს “სევილიას“.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 40 617 მაყურებელი
რეალი - ვალენსია 4:1
გოლები: 1:0 ბენზემა (43, პენ), 2:0 ვინისიუსი (52), 3:0 ვინისიუსი (60), 3:1 გედეში (76), 4:1 ბენზემა (89)
გამოუყენებელი პენალტი: გედეში (76)

. ბენზემამ „რეალში“ 584 მატჩში 301 გოლი გაიტანა - მეტი მხოლოდ რონალდოს, რაულს და დი სტეფანოს აქვთ გატანილი.
. ბენზემა 17 გოლით პრიმერას ბომბარდირია, მისი უახლოესი მდევარი 12 გოლით ვინისიუსია.
. ბენზემამ „რეალში“ 15-დან 15 თერთმეტმეტრიანი გაიტანა, რაც კლუბის რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
4 გაუშვა მარა სილესენის ბრალი არცერთი იყო, ამ ეტაპზე მისგან ბევრი უნდა ისწავლოს გიომ მისგან და შანსს დაელოდოს.
0

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული